Wednesday, December 4, 2013

ვირუსები ტექნოლოგიაში


  ვირუსების ძირითადი გავრცელების წყარო ინტერნეტია, გადმოწერილ მასალას ხშირად თან მოყვება რომელიმე ვირუსი და შემდეგ ზემოთ მავნებლობს ჩვენს კომპიუტერში. ასევე ზოგიერთ საიტზი შესვლისთანავე აავადებს ჩვენს კომპიუტერს
წარმოგიდგენთ ყველაზე საშიში კომპიუტერული ვირუსების ათეულს:




1.  Brain (1986 წელი)
  
   თავის მიმდევრებთან შედარებით ეს ვირუსი პრაქტიკულად ნაკლებად სახიფათოა. ის გადაიცემა დისკეტების მეშვეობით და იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ პირველად ისტორიაში გამოიწვია ნამდვილი ვირუსული ეპიდემია

 ეს ვირუსი გამოირჩევა იმით, რომ ის გახდა პირველი სტელს-ვირუსი, ანუ დაზიანებული სექტორის წაკითხვის მცდელობის დროს ვირუსიაპარებდამის დაუზიანებელ ორიგინალს.
















2.  Jerusalem  (1988  წელი)



   ეს ვირუსი შეიქმნა 1988 წელს ისრაელში. აქედან წარმოიშვა მისი ძირითადი სახელი. მისი მეორე სახელწოდებააპარასკევი 13 რიცხვი“. იგი პირველი ვირუსია MS-DOS -თვის და მან გამოიწვია გრანდიოზული პანიკა. ნებისმიერ დროს ის შემოგეპარებოდა დისკიდან გადაწერის შედეგად, მაგრამ აქტივიზაციას იწყებდა ავად სახსენებელ 13 რიცხვში, პარასკევს და სრულად შლიდა ყველა მონაცემს მყარი დისკიდან.

 




3.  მორისის ჭია  (1988  წელი)
 




   ამ საშიში დამაზიანებელი ვირუსის აქტიურობა შეინიშნა 1988 წლის ნოემბერში. საშიშ ინტერნეტ-ვირუსების რეიტინგში მან დაიკავა პირველი ადგილი. თავისი ქაოსური და უკონტროლო გამრავლებით მან მოახდინა კომპიუტერების მუშაობის პარალიზება. მართალია არა ხანგრძლივად, მაგრამ მისი დამსახურებით მწყობრიდან გამოვიდა ახალბედა და ჯერ კიდევ ბოლომდე არა გლობალური ქსელი. მის მიერ მიყენებული ზარალი მაშინ შეფასდა 96 მილიონ დოლარად.






4.  Michelangelo (1992 წელი)


   1992 წლის 6 მარტს ვირუსი მიქელანჯელო მოედო მსოფლიოს კომპიუტერულ ქსელებს.

ამ ვირუსის მრისხანება გადამეტებულად შეაფასეს, მაგრამ უნდა თქვას, რომ ის ერთ-ერთი დაუნდობელი ვირუსი იყო. დისკეტის მეშვეობით დისკის ატვირთვის სექტორში შეღწევის შემდეგ ის მშვიდად იმყოფებოდა იქ 6 მარტამდე. ამ დღეს კი ყველა, ვისაცსაჩუქრადერგო Michelangelo, ერთდროულად ამჩნევდნენ, რომ მათი კომპიუტერის მყარი დისკის ყველა მონაცემი წაშლილია. მან დიდად შეუწყო ხელი ანტივირუსების მწარმოებელ კომპანიებს






5.  ჩერნობილიCIH“ (1998  წელი)




   ვირუსი კომპიუტერში აღწევდა ინტერნეტის, ელექტრონული ფოსტისა და დისკების მეშვეობით,

იმალებოდა სხვა პროგრამებში, შემდგომ კი, გარკვეულ მომენტში (26 აპრილი) იწყებდა აქტივაციას და სრულებით შლიდა მყარი დისკის მინაცემებს, ზიანს აყენებდა თვით კომპიუტერს. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე შემდგომი წლის განმავლობაში, ვირუსი კვლავ იღვიძებდა და აგრძელებდა თავის შავ-ბნელ საქმიანობას და ამის გამო მთელ მსოფლიოში ზიანი მიაყენა ძალიან ბევრ კომპიუტერს.




6.  Melissa  (1999  წელი)



შეიქმნა 1999 წელს. ის პირველი საერთაშორისოდ ცნობილი საფოსტო მატლია (ჭია). ის აზიანებდა MS Word დოკუმენტების ფაილებს და აგზავნიდა საკუთარ ასლებს ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების მეშვეობით MS Outlook – ის დახმარებით. ვირუსი უდიდესი სიჩქარით ვრცელდებოდა და ამიტომ მის მიერ მიყენებული ზარალი 100 მილიონ დოლარზე მეტად შეფასდა.





7.  ბედნიერების წერილიI LOVE YOU“   (2000 წელი)


შექმნილია 2000 წელს და ღირსშესანიშნავია იმით, რომ საკმაოდ ეშმაკურადაა მოფიქრებული. მომხმარებელს ფოსტაში მოსდიოდა შეტყობინება «I LOVE YOU» თანდართული ფაილით. ამგვარი მომხიბლავი შეფუთვით მოტყუებული მომხმარებელი ხსნიდა ფაილს და ღებულობდა სკრიპტს, რომელიც ავრცელებდა წერილს უსაშველო ოდენობით და იმავდროულად შლიდა კომპიუტერის მნიშვნელოვან ფაილებს. მისი საქმიანობის შედეგები დღესაც იწვევენ შოკს








8.  Nimda ( 2001 წელი)                                                           



მისი სახელწოდება წარმოიშვა სიტყვა «admin» – ის შებრუნების შედეგად. კომპიუტერში შეღწევის შემდეგ ვირუსი თვითნებურად ეუფლებოდა ადმინისტრატორის უფლებებს, რის შემდეგაც ცვლიდა ან ანგრევდა საიტების კონსტრუქციას, ახდენდა ჰოსტებში, IP-მისამართებზე შეღწევის ბლოკირებას. ის იმდენად ვირტუოზულად და ეფექტურად ახერხებდა კომპიუტერებში შესვლას, რომ შექმნიდან 22 წუთის განმავლობაში იქცა ინტერნეტში ყველაზე გავრცელებულ ვირუსად.









9.  My Doom (2004 წელი)



ელექტრონული ფოსტის ყველაზე სწრაფი ვირუსია. ის მუშაობდა აღმავლობით: თვითოეული შემდგომი კომპიუტერი წინამორბედზე მეტ სპამს ავრცელებდა. გარდა ამისა ის ახდენდა ოპერაციული სისტემის მოდიფიცირებას და ბლოკავდა ანტივირუსული კომპანიების საიტებში, Microsoft – ის კომპანიის საინფორმაციო და სხვა განყოფილებებში შესვლას. მის ანგარიშზეა ასევე DDOS – შეტევა Microsoft – ის საიტზე.










10.  Conficker (2008 წელი)



 ერთ-ერთია ბოლო ვირუსებისგან, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში და მოიპოვა  ძალზე საშიში კომპიუტერული მატლის (ჭია) იმიჯი. მისი მოქმედების პრინციპი გამოიხატება იმაში, რომ ის პოულობს სუსტ ადგილს  Windows – ში, რომელიც უკავშირდება ბუფერის გადამეტებულ შევსებას და მოტყუებითი RPC-მოთხოვნის დახმარებით ადგენს კოდს, რომლის მეშვეობითაც თიშავს Windows – ის განახლებებს და სერვისის სამსახურებს, აგრეთვე ახდენს ანტივირუსების მწარმოებელი მსხვილი კომპანიების საიტებში შესვლის ბლოკირებას.





















უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპიუტერული ვირუსები დღესაც განიცდიან მუტაციას. მოვიდა დრო, როდესაც კაცობრიობის ბედი დამოკიდებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიაზეყველა ორგანიზაცია ჩართულია ჯერ ლოკალურ და შემდეგ გლობალურ ქსელში. ამით ბოროტად სარგებლობენ ჰაკერები, რომლებიც ქმნიან ვირუსებს რათა მართონ თქვენი კომპიუტერი, მოიპარონ თქვენი პირადი ინფორმაცია, საკრედიტო ბარათის მონაცემები, ან უბრალოდ დააზიანონ თქვენი კომპიუტერი როგორც პროგრამულად, ასევე ტექნიკურად










კითხვა-პასუხი




როგორც ვრცელდებიან ვირუსები?

       პასუხი:
 ვირუსები ვრცელდებიან ინტერნეტით.
მაგალითად ვებსაიტებზე შესვლისას,მესენჯერების გამოყენებისას,რაიმე პროგრამის გადმოწერისას,ელსფოსტის მიღებისას და ა.შ
აგრეთვე ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობებით :ვინჩესტერი,მობილური,ფლეშ დრაივი,ფლოპი დისკეტა და CD/DVD ...





 რა ტიპის ვირუსები არსებობს ?

პასუხი:

არსებობს ძალიან ბევრი სახეობის ვირუსი,რომელთა ჩამოთვლაც შორს წავიყვანს.
შემოვიფარგოთ მაგალითებით.
ვირუსები ,რომლებიც ვრცელდებიან მესენჯერების საშუალებით.
ელ ფოსტის ვირუსები.


ტროიანული ვირუსები,რომლებიც თქვენს კომპიუტერში არსებულ ინფორმაციას თავის ავტორს უგზავნიან ,ეს შეიძლება იყოს ელფოსტის პაროლები,ბანკის ანგარიშები,თქვენი ინტიმური მომოწერა და ა.შ






 რა შეიძლება გახდეს ვირუსის ,,აკიდების '' მიზეზი?

პასუხი:

ა)დაკრეკილი ვინდოუსი.
ბ)დაკრეკილი პროგრამული უზრუნველყოფა.
3)პორნო კონტენტის შემცველი საიტების თვალიერება.
4)ვარეზები,კრეკების და სერიულების საიტები.
5)სისტემის განახლებების გათიშვა.
6)მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა.
7)ანტივირუსის და ბრანდმაუერის უქონლობა კომპიუტერში.
8)სხვისი მოტანილი ინფორმაციის შემცველი მოწყობილობის მიერთება.
9)ოპერაციული სისტემის არასწორი კონფიგურაცია.
10)ხვრელები პროგრამულ და ზოგჯერ აპარატურულ უზრუნველყოფაში.
და ა.შ



 როგორ გავიგო რომ ვირუსი მყავს?

 პასუხი:

 თუ სისტემა ჭედავს ,თუ ქსელში ზედმეტი ტრაფიკი გადის და ახლობლები გეუბნებიან რომ თქვენი ელფოსტით უცნაურ წერილებს იღებენ,ესიგი ვირუსი გყავთ.
თუმცა ამის გაგება ანტივირუსითაც შეიძლება,თუ რათქმაუნდა დაინსტალირებული გაქვთ კომპიუტერში.



 რა არის ანტივირუსი?

პასუხი:

ანტივირუსი წარმოდგენს კომპიუტერულ პროგრამას,რომლის ძირითადი ფუნქციაა ვირუსების პოვნა,აღმოჩენა და მოსპობა.



  როგორ პოულობენ ანტივირუსები ვირუსებს?

პასუხი:

ძირითადად 2 მეთოდით :

ა)ანტივირუსი ასკანერებს კომპიუტერში არსებულ ფაილებს საკუთარ ბაზებში არსებული მონაცემების მიხედვით.

ბ)იყენებს ინტელექტუალურ(ევრისტიკულ) მეთოდს,ამ დროს შეიძლება ისეთი ვირუსების აღმოჩენა, რომელთა სიგნატურები(ვირუსების მონაცემები) მის ბაზაში ჯერ არაა.
           


რა უნდა ვქნათ თუ კომპიუტერი დავირუსდა?

პასუხი:

ვარიანტი
ა) ვაყენებთ ანტივირუსს (თუ აქამდე არ გვქონდა) და ვასკანერებთ მისი საშუალებით.
ვარიანტი

ბ)გამორთეთ კომპიუტერი და დაელოდეთ კომპეტენტურ ახლობელს.
როცა კომპიუტერი გამორთულია, ვირუსი არ მოქმედებს.
ვარიანტი

გ) ეძახით ვირუსების მოშორების სპეციალისტს და ფულს იხდით.
ვარიანტი

დ) თავად აშორებთ ვირუსს საკუთარი ცოდნით .
ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ სხვადასხვა ანტივირუსული უტილიტების გამოყენება და პარტიშენების ანალიზი,მაგრამ ფულის დახარჯვას გადარჩებით.


 კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია ვირუსს და რა სარგებელი აქვთ ვირუსების ავტორებს?

პასუხი:

როგორც ზემოთ ვახსენე, არსებობს ვირუსების მრავალი ტიპი,განსხვავებული როგორც აგებულებით,ისე ქცევით.

ვირუსს შეუძლია

ა)მოიპაროს თქვენი კონფიდენციალური მონაცემები,ელფოსტის,ვებსაიტების და მესენჯერების პაროლები.
საკრედიტო ბართების კოდები და ბანკის ანგარიშები,პროგრამების ლიცენზის კოდები.

ბ) დაშიფროს ინფორმაციის შემცველი მოწყობილობები AES-256 და უფრო მაღალი ალგორითმით ,რის შედეგადაც თქვენს მონაცემებს სამუდამოდ უნდა გამოემშვიდობოთ,თუ რათქმაუნდა ვირუსის ავტორს გარკვეული თანხა არ გადაურიცხეთ.

გ) წაშალოს თქვენს კომპიუტერში არსებული ყველა ფაილი,ისე რომ მათი აღდგენა ძალიან გაჭირდება.

დ) დაავირუსოს პროგრამული ფაილები თავისი მავნე კოდის ინექციით.
ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არსებობს :რაც არ უნდა ძვირფასი პროგრამები გქონდეთ,ყველა მათგანი უნდა წაიშალოს.

ე)გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი როგორც ბოტი,სამთავრობო და სხვა ორგანიზაციების სერვერებზე შეტევის მოსაწყობად,ამ დროს ფიქსირდება შემტევის(ანუ თქვენი) IP მისამართი . ზემოთაღნიშნული ქმედება კი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აკრძალულია ,შესაბამისად გვარიანი თანხა გექნებათ გადასახდელი.

თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპიუტერი სავაურაუდოდ არალიცენზირებული პროგრამებით გაქვთ გამოტენილი,რაც ინტელექტუალური სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, სასჯელის ზომა კიდევ უფრო გაიზრდება.

ვ)გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი მასობრივი კომპიუტერული გზანილების (სპამი) დასაგზავნად,რაც ასევე არალეგალურია და საერთაშორისო კანონებით დასჯადია.

ზ) დააზიანოს კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა,კერძოდ ოპერაციული სისტემა.
ზოგჯერ ხდება ისეც რომ, ოპერაციულ სისტემის ზედმეტი დატვირთვის და არასწორი ბრძანებების გამო იტვირთება პროცესორი და სხვა ნაწილებიც,რის გამოც აპარატურა მწყობრიდან გამოდის.

თ) გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი საკუთარი თავის გასამრავლებლად.
ვარიანტი 1) თქვენს მეგობრებს თქვენგან მისდით წერლი სადაც ეს ვირუსია მიმაგრებული.
ვარიანტი 2) ვირუსი თავის თავს აგზავნის IM კლიენტების (ე.წ მესენჯერების) საშუალებით.

ვარიანტი 3)
აგზავნის საკუთარ ასლს ლოკალურ ქსელში ,რის შედეგადაც ვირუსდებიან სხვებიც.

ვარიანტი 4)აკოპირებს თავის თავს cd/dvd/flash/floppy მოწყობილობებზე.

და ა.შ

აქვე შევეხოთ სარგებელს.
ვირუსების ავტორების მთავარი მიზანია კომერციული მოგება ვირუსების წერით ანუ იშოვონ რაც შეიძლება მეტი ფული.

თუმცა ეს არა ერთადერთი მიზეზი .
შეიძლება ავტორი ამას გაბოროტების გამო აკეთებს,იგი ყველამ მიატოვა და შურისძიება სურს ან უბრალოდ ცნობიმოყვარეობა აწუხებს.



რას მირჩევდით ვირუსებისგან დასაცავად?

პასუხი:

ა)შეიძინეთ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა.

ბ)ნუ დასვამთ უცხო ხალხს საკუთარ კომპიუტერზე.

გ)ნუ გახსნით საეჭვო წერილებს,რომლებიც თქვენს ელფოსტაზე მოდის.

დ)ნუ შეხვალთ საეჭვო რეპუტაციის საიტებზე.

ე)ყველა ფაილი რასაც გადმოიწერთ,ანტივირუსით დაასკანერეთ(თუ გაქვთ რათქმაუნდა).

ვ)ნუ დაგეზარებათ ვინდოუსის გადაყენება .

ზ)თუ თქვენი თავის იმედი არ გაქვთ მიმართეთ კომპეტენტურ პირს და ნუ დაგენანებათ ფული ამ მომსახურებაში,თუ ის კეთილსინდისერად სრულდება.

თ) ნუ ენდობით ინტერნეტში ამა თუ იმ ახალი პროგრამული პროდუქტის რეკლამას.
ნუ გადმოწერთ ნურაფერს სანამ არ დაეკითხებით ვინმე კომპეტენტურს ან არ დაასკანერებთ ანტივირუსით.

ი)გაანახლეთ ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა.
და ა.შ



როგორ დავადგინოთ პიროვნების კომპეტენტურობა და როგორ დავეხმაროთ მას ?

პასუხი:

გამოძახებისას მოუყევით არსებული სიტუაციის შესახებ,თქვენი ეჭვები და ვარაუდები,რათა აღმოჩენილი იქნას ვირუსის გავრცელების წყარო.

რაც შეეხება კომპეტენტურობას, აუცილებლად დაუსვით კითხვები
ვირუსების,მათი გავრცელების და მოშორების გზების შესახებ.
ჰკითხეთ როგორც დაიცვათ თქვენი კომპიუტერი მათგან და ა.შ
აუცილებლად დააკვირდით მის მოქმედებებს და გადაამოწმეთ პასუხი ინტერნეტში მისი წასვლის შემდეგ.

თუ მან კითხვებზე ან არ გიპასუხათ ან არასწორად გიპასუხათ,შემდეგში ნუღარ მიმართავთ და ნუ გადაყრით თანხას ტყუილად.




გამიგია რომ ვინდოუსის გადაყენების მერე ვირუსები ქრება ,მართალია ეს თუ ტყუილი?

პასუხი:

ტყუილია,რადგან არსებობს ვირუსები, რომლებიც ასნებოვნებენ
დამატებით პარტიშენებს,რომლებიც გადაყენების შემდეგადაც დავირუსებული რჩება.

თუ თქვენ ამ პარტიშენებზე შეხვალთ, ისევ დავირუსდებით,ამიტომაც სანამ ვინდოუსს გადააყენებინებთ ,ჯერ ყველა პარტიშენი გაწმინდეთ.

რაც შეეხება ვინდოუსის გადაყენებას ვირუსებისგან გაწმენდის შემდეგ ,ეს აუცილებელია.
ეს ტყუილი კი ზარმაცი ინსტალატორების მოგონილია,რომლებთაც ეზარებათ ვირუსების მოძებნა და მხოლოდ გადაყენებით კმაყოფილდებიან.






კომპიუტერი არ ჭედავს ,ყველაფერი ნორმალურად მუშაობს,გამოდის ვირუსი არ მყავს?

პასუხი:

რათქმაუნდა ეს კარგია,მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არ გყავთ.
სავარუდოდ თქვენ გყავთ ტროიანული ტიპის ვირუსი ,რომელიც მხოლოდ მონაცემების ჩაწერა/გაგზავნით შემოიფარგლება და კომპიუტერს ძირითად შემთხვევებში არ აზიანებს.
თუმცა შესაძლებელია ვირუსი არ გყავდეთ.

ზემოთაღნიშნული და სხვა მონაცემებიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა,რომ საქართველოში არსებული კომპიუტერების 90%,რომლებსაც სახლში იყენებენ დავირუსებულია,თუმცა პატრონებმა ეს ან არ იციან ან იციან,მაგრამ ვერ ხვდებიან რა სავალალო შედეგი მოჰყვება მას.
შენ თუ ამ ნაწერს კითხულობ, სავარაუდოდ დავირუსებული კომპიუტერი გაქვს,ასე რომ შეეშვი ამის წაკითხვას და საქმეს მიხედე(თ)











 ბიბლიოგრაფიია : http://forum.ge/?showtopic=33921086 -  ტექსტი
                                  http://ucnauri.com/207530/კომპიუტერული-ვირუსების-კ/ -  ტექსტი
                                  https://www.google.ge/imghp?hl=ka&tab=wi -  სურათები